თავში

"ვიზეარი“ იტალიაში ფერენებს წყვეტს

"ვიზეარი“ იტალიაში ფერენებს წყვეტს
ვიზეარი“ იტალიაში ფერენებს წყვეტს

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიის მიმართულებით ფრენებს წყვეტს.

ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რომის, ბოლონიის, კატანის, ნეაპოლის, მილანისა და ბარის მიმართულებით ბილეთები 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში არ დაიჯავშნება.

„ვიზეარში“ აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაცია სამომავლოდ გამოქვეყნდება.

ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ პერიოდის ბილეთები დასახელებულ მიმართულებაზე, კომპანია განრიგის ცვლილებას ან გახდილი თანხის დაბრუნებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით რამდენიმე ფრენა ხორციელდება, მათ შორისაა ქუთაისი-ბარის, ქუთაისი-მილანის, ქუთაისი-ბოლონიას რეისები.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 453-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 130-ით არის გაზრდილი, გარდაცვლილია 12 ადამიანი, სამი გამოჯანმრთელდა.

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. 

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა იტალიასთან საჰაერო საზღვრის დახურვას არ გეგმავს. 

"ჩვენ ვაკვირდებით; რა თქმა უნდა, ფრენებთან მიმართებით იცით, რომ აეროპორტში არის მიღებული საგანგებო ზომები, ყველა იმ რეისის მგზავრების შემოწმება ხდება, რომლებიც ჩამოდიან აღნიშნული ქვეყნებიდან. ჯერჯერობით, ჩვენ ამ მომენტში არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას," - ამბობს დავით ზალკალიანი.
WHO-ს სტატისტიკის მიხედვით, 27 თებერვლის მდგომარეობით, იტალიაში კორონავირუსის 455 შემთხვევა არის აღმოჩენილი, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ს შეადგენს. იტალიაში დაავადებულთა სრული უმრავლესობა ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში არის გამოვლენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system