თავში

"ვიზეარი“ ვილნიუსი-ქუთაისის ავიარეისებს აღადგენს

"ვიზეარი“ ვილნიუსი-ქუთაისის ავიარეისებს აღადგენს
ვიზეარი“ ვილნიუსი-ქუთაისის ავიარეისებს აღადგენს

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთში მოლოდინები გაიდლანებსა და პროტოკოლებთან მიმართებაში, კერძოდ, რა უნდა იყოს დაცული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან შემოვა უცხოელი ტურისტი ან ჩვენი მოქალაქე გავა საზღვარგარეთ. კარგია, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენ ლიეტუვას მხარესთან ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system