თავში

ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 6.9 პროცენტით შემცირდა

ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 6.9 პროცენტით შემცირდა
ვიზიტებისას გაწეული ხარჯები  6.9 პროცენტით შემცირდა

2020 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 219.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 1.4 პროცენტით და 167.0 ლარს უტოლდება.

ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ შიდატურიზმის კვლევაში. 

ვიზიტორების ხარჯის მეტი წილი საკვებსა და სასმელზე მოდის. ტურისტებმა ყველაზე მეტი დახარჯეს ასევე ტრასპორტსა და განთავსებაზე. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 148.7 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 312.2 ათასი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2.3 პროცენტით მეტია 2019 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system