თავში

საქართველოში ვიზიტორები ყველაზე მეტად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემცირდა

ვიზიტორები ყველაზე მეტად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და
საქართველოში ვიზიტორები ყველაზე მეტად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემცირდა

2020 წლის ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 91.6 პროცენტით შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 87.1 პროცენტი შეადგინა და წლიურად 88.3 პროცენტით დაიკლო. საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

"2020 წლის ნოემბერში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება რუსეთიდან (-95.4 პროცენტით), აზერბაიჯანიდან (-96.6 პროცენტით) და თურქეთიდან (-78.2 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 4.5 პროცენტული პუნქტით აისახა," - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system