თავში

Volkswagen-მა თურქეთში ქარხნის აშენება გადაიფიქრა

Volkswagen-მა თურქეთში ქარხნის აშენება გადაიფიქრა
Volkswagen-მა თურქეთში ქარხნის აშენება გადაიფიქრა

პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად ახდენს გავლენას, ეკონომიკური გეგმების განხორციელებაზე. „ფოლკსვაგენმა“ თურქეთში 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების ავტომწარმოებელი ქარხნის გახსნა გაურკვეველი ვადით გადადო.  გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიის გადაწყვეტილება, თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო ნაწილში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება, რამაც ფართო საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია.  „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და შეშფოთებულები ვართ მოვლენების ამგვარი განვითარებით“- განაცხადეს ავტომწარმოებელ კომპანიაში და განმარტეს, რომ საწარმოს გახსნის გადადების გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო. ახალი ამბის გავრცელების შემდეგ თურქეთში ფოლკსვაგენის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორის „დოგუს ოტომოტივის“ აქციები ვაჭრობის შედეგად 6,5 %-ით დაეცა.  გეგმა, რომლის მიხედვითაც თურქეთში 300 ათასი მანქანა უნდა დამზადდეს და 5 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნას, „ფოლკსვაგენის“ საწარმოების რაოდენობას მსოფლიოს მასშტაბით, 123-მდე გაზრდის და აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანიის მანქანების გაყიდვების ზრდისთვის ხელშესაწყობად პლაცდარმას შექმნის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია თავის აზიელ მეტოქეებს კონკურენციას სწორედ ამ რეგიონებში ვერ უწევს მაღალი საწარმოო ხარჯებიდან გამომდინარე. „ფოლკსვაგენი“ საწარმოების გახსნის შესაძლებლობას ბულგარეთში, სერბეთში, რუმინეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განიხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system