თავში

Wizz Air ქუთაისიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენებს აჩერებს

Wizz Air ქუთაისიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენებს აჩერებს
Wizz Air ქუთაისიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air 16 მარტიდან 3 აპრილამდე  ფრენებს აჩერებს. შეზღუდვა ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებებს შეეხება. გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები. პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით. შეზღუდვების დასრულების ვადა მოგვიანებით დადგინდება. ფრენები შეჩერდება ასევე, ჩეხეთის მიმართულებით 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

"ვიზეარის მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას: 0706 777 483", - აცხადებენ ავიაკომპანიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system