თავში

YOUTUBE 170 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

YOUTUBE 170 მილიონი დოლარით დაჯარიმდა
YOUTUBE 170 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

ბავშვთა უსაფრთხოების კანონის დარღვევის გამო YouTube $ 170 მილიონით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ მიიღო. როგორც გაირკვა, პოპულარული ვებ-გვერდი მშობლების ნებართვის გარეშე 13-წლამდე ბავშვების პირადი მონაცემებს აგროვებდა, რაც აშშ-ის 1998 წელს მიღებული კანონით იკრძალება და ისჯება. ცნობილი ვიდეო-პორტალი მონაცემებს შემდეგ, ბავშვებისთვის რეკლამის შესარჩევად იყენებდა. YouTube-ის მფლობელმა კომპანია Google-მა ვაჭრობის ფედერალურ კომისიასთან შეთანხმება მიაღწია და თანხის მთლიანად გადაიხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ YouTube-ში პირობა დადეს, ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით ზომებს მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system