თავში

ზამთრის სეზონზე AZAL -ი განსხვავებული გრაფიკით იფრენს

ზამთრის სეზონზე AZAL -ი განსხვავებული გრაფიკით იფრენს
ზამთრის სეზონზე  AZAL -ი განსხვავებული გრაფიკით იფრენს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აზერბაიჯანულ ავიახაზებს (AZAL) 2019-2020 წლების ზამთრის ფრენის გრაფიკი დაუდგინა. 

ახალი გრაფიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერიდან 2020 წლის  28 მარტამდე  სულ 340 რეგულარული ფრენა განხორციელდება.

დადგენილი გრაფიკით, აზერბაიჯანული ავიახაზები (AZAL) განახორციელებენ ყოველდღიურად ფრენებს თბილისი-ბაქო და ბაქო-თბილისის მიმართულებით. ფრენები ბაქოდან თბილისში განხორციელდება 09:30 და 21:45 საათზე, ხოლო თბილისიდან ბაქოში, თბილისის დროით 11:50 და 23:55 საათზე.

AZAL ფრენებს ბაქო-ბათუმის და ბათუმი-ბაქოს მიმართულებით განახორციელებს მხოლოდ კვირაობით. გამგზავრება ბაქოდან ბათუმის მიმართულებით დაგეგმილია 12:35 საათზე, დაბრუნების რეისი თბილისის დროით 15:05 საათზე შესრულდება.

AZAL რეისებს საქართველოს დედაქალაქსა და ბათუმში E 190 თვითმფრინავით შეასრულებს.

ბაქოდან ბათუმში პირდაპირ ფრენებს ახორციელებს აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "ბუტა".

ცნობისთვის ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით მგზავრებს ჩქაროსნული მატარებელიც მოემსახურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system