თავში

ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგების სისტემა აშენდება

ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგების სისტემა აშენდება
ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგების სისტემა აშენდება

ადგილობრივი მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემები აშენდება ზესტაფონში. პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ზესტაფონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

დღეის მდგომარეობით ზესტაფონში არსებული მაგისტრალური მილი ამორტიზებულია და ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს. მოსახლოება კი ჭებით სარგებლობს და ქალაქის ძირითად ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა. ასევე, გათვალისწინებულია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოების დასრულების შედეგად, ზესტაფონში მცხოვრები 10 000 ოჯახი 24 - საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system