თავში

ზეთების, აკუმულატორებისა და სხვა მავნე ნარჩენების ტექნიკური რეგლამენტი გადავადდა

ზეთების, აკუმულატორებისა და სხვა მავნე ნარჩენები
ზეთების, აკუმულატორებისა და სხვა მავნე ნარჩენების ტექნიკური რეგლამენტი გადავადდა

„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედება გადავადდა 1 წლით. კერძოდ, 2022 წლის 1 ივლისისათვის.

აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზეთების დისტრიბუტორები ვალდებული არიან ბაზარზე არ განათავსონ ისეთი მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები (ან არ აქვთ შექმნილი ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია).

მთავრობის დადგენილებების თანახმად მოხდა ასევე ანალოგიურად ვალდებულებების აღების 1 წლით გადავადება საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.

"გასული და მიმდინარე წელი იყო და არის საკმაო დრთული ფინანსური კუთხით. პანდემიით გამოწვეულმა პროცესებმა დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა და საკმაოდ არასასურველი და მძიმე კორექტივები შეიტანა ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობებში. აქედან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანი იყო ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების გადავადება, ვინაიდან აღნიშნული დადგენილებისა და კონკრეტულად მე-13 მუხლის ამოქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიების საქმიანობაზე, ვინაიდან მათ მოუწევდათ დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და ხარჯების გაწევა, რათა შეასრულონ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები მაშინ, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად შემცირდა პროდუქციების რეალიზაცია და შესაბამისად, კომპანიის შემოსავლები. აქვე გვინდა დავადასტუროთ გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე აქტივობების მიმართ და გამოვხატოთ მადლიერება მათ მიმართ, რადგან გაიზიარეს ბიზნესის თხოვნა ზემოაღნიშნული დადგენილების მიღების გადავადებასთან დაკავშირებით," - განუცხადეს report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system