თავში

ზეთი და ცხიმი გაძვირდა

ზეთი და ცხიმი გაძვირდა
ზეთი და ცხიმი გაძვირდა

საქსტატმა ინფლაციის მაჩვენებელი განაახლა, რომლის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში 27.2 პროცენტითაა გაძვირებული ზეთი და ცხიმი, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით. ეს პროდუქტი გაძვირებულია ერთი თვის ჭრილშიც. ანუ ზეთსა და ცხიმზე ფასები 2020 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაიზარდა 3.5 პროცენტით.

ნოემბერში, მცენარეულის ზეთზე საერთასორისო ფასებმა, რეკორდულად, 14.5%-ით მოიმატა. ნოემბერში ზეთი საქართველოში წლიურ ჭრილში 23%-ითაა გაძვირებული

2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system