თავში

ზღვისუბნის ტყეპარკის მშენებლობა 34,5 მლნ ჯდება

ზღვისუბნის ტყეპარკის მშენებლობა 34,5 მლნ ჯდება
ზღვისუბნის ტყეპარკის მშენებლობა 34,5 მლნ ჯდება

თბილისის მერიამ ზღვისუბანში, ტყე-პარკის მოსაწყობად ტენდერი 19 აგვისტოს გამოაცხადა და ამ დრომდე ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია "ენსისი" მონაწილეობს. 

 ტენდერის სავარაუდო ღირებულება, რომელიც ზღვისუბანში საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, 44 636 470 ლარია. კომპანია ამ დავალების შესრულებას მერიას 10 მილიონით იაფად – 34 504 378 ლარად სთავაზობს.

სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, "ენსისიმ" ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 760 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის 2020, 2021, 2022 წლების ბიუჯეტიდან დაფინანსდება. (2020 წელი - 2.2%, 2021 წელი - 57.5%, 2022 წელი - 40.3%)

განცხადების მიღება ტენდერში დღეს დასრულდა. 

შერჩევა/შეფასების ეტაპი თბილისის მერიამ უკვე დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system