თავში

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაცია 29 მლნ ლარზე მეტი ჯდება

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაცია 29 მლნ ლარზე მეტი ჯდება
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაცია 29 მლნ ლარზე მეტი ჯდება

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ31-კმ51) რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა მდ. არაგვის სანაპიროს მიუყვება და მთავრდება სოფელ „კორშა“-ს შესასვლელემდე. 

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 10 191 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე 9 ხიდების მშენებლობა გრძელდება, რომლის ღირებულება 6 043 441 ლარია.

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება სხვა მონაკვეთებზეც. ამ დროისათვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს 16 კმ-იანი მონაკვეთის (კმ16-კმ32) რეაბილიტაცია, მისი ღირებულება 13 337 082 ლარია. ასევე გზის რეაბილიტაციის ერთი მონაკვეთი, „მთის გზების“ პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა- როშკა-შატილი-ომალო-ხადორისხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია.

ჯამში შატილის მიმართულებით გზის ამ მონაკევთის (ჟინვალი-ბარისახო-შატილის) რეაბილიტაცია 29 571 523 ლარი ჯდება. 

როგორც report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 კმ. სიგრძის გზას, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საგზაო სამოსის და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. 

საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა, აშენდება 17 ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system