თავში

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციაზე 52 მილიონ ლარი დაიხარჯება

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციაზე 52 მილიონ ლარი დაიხარჯება
ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციაზე  52 მილიონ ლარი დაიხარჯება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებს, სადაც მოძრაობის ინტენსივობა ყველაზე მაღალია, კერძოდ რეაბილიტაცია უტარდება სოხუმის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას აღმაშენებლისა და ლ. ბერიას ქუჩას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური - შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩები.

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება.

ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system