თავში

ზუგდიდის მერიამ მეწარმეების მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო

ზუგდიდის მერიამ მეწარმეების მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო
ზუგდიდის მერიამ მეწარმეების მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფოს და მოქალაქის პარტნიორობის წარმატებულ მაგალითებს მოსახლეობას რეგულარულად გააცნობს. ამას რთგვარი რუბრიკი სახე ექნება. 

ამის შესახებ report.ge-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რეგიონში ამოქმედდა ახალი პროექტი – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი", რომლის ფარგლებშიც, ყველა მხარდამჭერი პროგრამა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. 

"მათ, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი,"  - განმარტავენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system