თავში

ზუგდიდში დევნილებისთვის სამი კორპუსის აშენება 21.5 მლნ ლარი დაჯდა

ზუგდიდში დევნილებისთვის სამი კორპუსის აშენება 21.5 მლნ ლარი დაჯდა
ზუგდიდში დევნილებისთვის სამი კორპუსის აშენება 21.5 მლნ ლარი დაჯდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორცილდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 21.5 მლნ ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ 360 დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში კიდევ ხუთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის.

სამუშაოები ითვალისწინებდა სამი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და გარე განათების მონტაჟს. სამივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში და წყალტუბოში ახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. 

ამ პროექტების განხორციელების შემდეგ საცხოვრებელ ბინას მიიღებს 2000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system