თავში

ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა
ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

„საქართველოს ბანკის“ 68 ათას ლარიანი ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰექტარზე ლოკოკინების ფერმა გაშენდა. 

ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში მოხდება. დღეს-დღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.

„ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system