თავში

ზურაბ ჟვანიას სიტყვები - ევროსაბჭოს საიუბილეო მონეტაზე

ზურაბ ჟვანიას სიტყვები - ევროსაბჭოს საიუბილეო მონეტაზე
ზურაბ ჟვანიას სიტყვები - ევროსაბჭოს საიუბილეო მონეტაზე

თბილისში, ევროპის საბჭოს დაარსებიდან 70 წლისთავის და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საიუბილეო მონეტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

საიუბილეო მონეტაზე გამოსახულია 20 წლის წინ, 1999 წლის 27 აპრილს, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებისას პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მიერ გაჟღერებული სიტყვები: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტები გადასცა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭო, მასში საქართველოს გაწევრიანებამდე 50 წლით ადრე, 1949 წლის 5 მაისს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზნია, დაიცვას ის პრინციპები, რომლებიც საერთო ევროპული მემკვიდრეობის ნაწილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system