თავში

08:00 საათისთვის კენჭისყრის დასაწყებად საარჩევნო უბნების 24.3% მზად არ იყო - ISFED

08:00 საათისთვის კენჭისყრის დასაწყებად საარჩევნო უბნების 24.3% მზად არ იყო - ISFED
08:00 საათისთვის კენჭისყრის დასაწყებად საარჩევნო უბნების 24.3% მზად არ იყო - ISFED

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 24.3% მზად არ იყო კენჭისყრის დასაწყებად. არასამთავრობო წერს, რომ 08:00-08:20 შუალედში უბნების 24.1% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად, ხოლო 08:20 საათისთვის უბნების 0.2%.

"სამართლიანმა არჩევნებმა" უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ დონეზე PVT-ის შერჩევაში მოხვედრილი უბნების 99%-დან მიიღო. შედეგების თანახმად:

  • უბნების 99.7%-ზე ორგანიზაციის დამკვირვებლები შეზღუდვების გარეშე შეუშვეს, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (99.7%);
  • უბნების 57.9%-ზე 15-დან 17-მდე კომისიის წევრი იმყოფებოდა. 9-დან 14-მდე კომისიის წევრი დაფიქსირდა უბნების 42.0%-ზე. დანარჩენ 0.1%-ზე კომისიის წევრთა რაოდენობა 1-დან 8-მდე მერყეობდა;
  • უბნების 99.6%-ზე უბნის ფართი და შიგა მოწყობა პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა;
  • უბნების 75.7% 08:00 საათზე მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის არჩევნებთან შედარებით (99.3%); საარჩევნო უბნების 24.1% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 08:00-08:20 შუალედში; 08:20 საათისთვის, საარჩევნო უბნების 0.2% არ იყო მზად კენჭისყრის დასაწყებად;
  • უბნების 99.2%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესი გადანაწილდა, რაც სტატისტიკურად მცირე გაუარესებაა 2017 წლის არჩევნების შესაბამისი მაჩვენებლთან შედარებით (99.7%);
  • უბნების 99.9%-ზე საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა, ხოლო უბნების 99.7%-ზე პაკეტების მთლიანობა, სადაც კომისიის ბეჭდებია განთავსებული, დაცული იყო; 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system