თავში

100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება წესრიგის დამყარება - ღარიბაშვილი

100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება წესრიგის დამყარება - ღარიბაშვილი
100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება წესრიგის დამყარება - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

„პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე თქვენი ჩართულობით, ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთევბ. 

ჩვენ გვესმის, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის პანდემია, ასევე ეკონომიკა. ბიზნესს სჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა და მე მაქსიმალურად მზად ვარ, რომ პირადად ჩავერიო ნებისმიერი გადაწყვეტილების პროცესში, რომელიც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას და მხარდაჭერას იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური მიდგომები, მეტი კრეატიულობა, მეტი სისხარტე გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system