თავში

15 მაისის აქციის გადადებით, ოპოზიციის მარცხი საბოლოოდ გაფორმდა - კობახიძე

15 მაისის აქციის გადადებით, ოპოზიციის მარცხი
15 მაისის აქციის გადადებით, ოპოზიციის მარცხი საბოლოოდ გაფორმდა - კობახიძე

15 მაისის აქციის გადადებით უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის  მარცხი, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციას ხალხის მობილიზაციის რესურსი არ აქვს. 

"თავიდანვე ვამბობდით, რომ მათ მოუწევდათ 15 მაისის აქციის გადავადება და ეს რეალურად ასე მოხდა. მათ არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის მობილიზაციის, არც მანამდე ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ისინი დამარცხდნენ ამ ბრძოლაში, რასაც ერქვა ხელოვნური კრიზისის შექმნა, რასაც ერქვა პარლამენტის საბოტაჟი და ა.შ. გუშინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ იმის შესახებ, რომ 15 მაისის აქცია გადაიდებოდა, უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ გაფორმდა მათი მარცხი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიან განაცხადა, რომ 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system