თავში

"2 ადამიანი ვიცით, რომ ცოცხალია" - გომელარი

"2 ადამიანი ვიცით, რომ ცოცხალია" - გომელარი
2 ადამიანი ვიცით, რომ ცოცხალია - გომელარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი კონტაქტურია.

მინისტრის თქმითვე, სამაშველო სამუშაოებში ასეულობით მაშველია ჩართული.

„ ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი შიგნით ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან.

სამაშველო ღონისძიებაში ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული.

ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ ნანგრევებიდან ცოცხალი ვინც არის, ის ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს.

მსხვერლის შესახებ, ამ დროისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მყოფმა შს მინისტრმა კორპუსის ჩამონგრევის შესაძლო ვერსია დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system