თავში

2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები - შალვა პაპუაშვილი

2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები - შალვა პაპუაშვილი
2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები - შალვა პაპუაშვილი

დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა. მისი თქმით, ქვეყანაში ტარდება დემოკრატიული არჩევნები და დროა, მოქალაქეებმა საკუთარი აზრი საარჩევნო ურნებთან დააფიქსირონ.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ხმა კახა კალაძეს მისცა.

"ჩვენ 2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები, ამიტომ მოქალაქეებს ახლა აქვთ კარგი საშუალება, რომ პოლიტიკური მოსაზრებები დააფიქსირონ საარჩევნო უბნებთან. 

მე პირადად ხმა მივეცი ამ ქალაქის განვითარებას, თანადგომას, სიკეთეს, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს საერთო ჯამში ამ ქვეყანაში იზეიმებს დემოკრატია და ჩვენი მოსახლეობა ამ არჩევანს შეხვდება ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხვდებიან ხოლმე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system