თავში

"4 შუნტი აქვს გაკეთებული, მაგრამ ფეხს არ იცვლის" - გიული ალასანია მოშიმშილეებთან მივიდა

"4 შუნტი აქვს გაკეთებული, მაგრამ ფეხს არ იცვლის" - გიული ალასანია მოშიმშილეებთან მივიდა
4 შუნტი აქვს გაკეთებული, მაგრამ ფეხს არ იცვლის - გიული ალასანია მოშიმშილეებთან მივიდა

ენმ-ის ცენტრალურ ოფისში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა მივიდა. გიული ალასანიამ მოშიმშილეები მოინახულა.

მისი თქმით, მოშიმშილეებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობთ, თუმცა ამის მიუხედავად, შიმშილობის გადაწყვეტილებას არ ცვლიან. 

"სხვადასახვანაირია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე აქ შევხვდი ადამიანს, რომელსაც 4 შუნტი აქვს დადებული, არაფრით არ შეიძლება მისი შიმშილი ექიმები უკრძალავენ და ფეხს არ იცვლის, კატეგორიულად არ მიდის. სხვებიც არიან, რომლებსაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მაგრამ კატეგორიულად არსად მიდიან და აგრძელებენ შიმშილობას, არ ვიცი, ძალიან ვღელავ",- ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ეზოში 13 კარავია გაშლილი, სადაც 200-მდე ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system