თავში

700-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ ევროსასამართლოში - არჩილ თალაკვაძე

700-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ ევროსასამართლოში - არჩილ თალაკვაძე
700-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ ევროსასამართლოში - არჩილ თალაკვაძე

ჩვენი ხელისუფლება არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ევროსაბჭოში ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში.

„ჩვენი ხელისუფლება არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე. ხოლო რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს, არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში. ეს არის ახალი, საერთაშორისო მნიშვნელოვანი არგუმენტი, საქართველოსთვის და მისი პარტნიორებისთვის, რათა მომავალში გააგრძელოს რუსეთთან პრინციპული საუბარი, რომ მათ დატოვონ ჩვენი ტერიტორიები და შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება. რაც შეეხება ამის მექანიზმს, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია და იმ ფორმატებში, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, მათ შორის პოლიტიკურ ფორმატებში და ევროპის საბჭოშიც, შესაბამისი მექანიზმებით მოხდება უკვე ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე პროცესის მიმართვა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system