თავში

9 აპრილი ერთიანობის სიმბოლოა - სოზარ სუბარი

9 აპრილი ერთიანობის სიმბოლოა - სოზარ სუბარი
9 აპრილი  ერთიანობის სიმბოლოა - სოზარ სუბარი

ეს დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქრისტიანობის სიმბოლო, დიდი დღე. ამავდროულად, ეს არის დღე, როდესაც ბევრმა თავდადებულმა ქართველმა თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, 9 აპრილი ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოა. 

დღეს ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწორედ მათ მსხვერპლზე დგას. მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად გვცემეს, ძალიან მძიმე ღამე გადავიტანეთ, ისეთ სიტუაციაში მოვყევი, დილამდე არ ვიცოდი, რომ ადამიანები იყვნენ გარდაცვლილი. დილით პირველმა მერაბ კოსტავამ მითხრა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია გარდაცვლილი და ზუსტი რაოდენობა არ ვიცითო. ძალიან მძიმე იყო ეს განცდა, თუმცა დღეს რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, ეს არის სწორედ იმ ადამიანების დამსახურება, ვინც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის 9 აპრილს, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი. 9 აპრილი არის ერთიანობის სიმბოლო, მთელი ერი იყო ერთიანი, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებისა, ეს ერთიანობაა სწორედ, რაც გვჭირდება გარე მტერთან ბრძოლაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system