თავში

"აჩვენე ბიძი(ნ)ას პასპორტი" - "გირჩი მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსი

"აჩვენე ბიძი(ნ)ას პასპორტი" - "გირჩი მეტი თავისუფლების" აქცია
აჩვენე ბიძი(ნ)ას პასპორტი - გირჩი მეტი თავისუფლების აქცია-პერფორმანსი

"აჩვენე ბიძი(ნ)ას პასპორტი"- "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია- პერფორმანსი გამართეს და ე.წ. "მწვანე პასპორტების" გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეები 1 დეკემბრიდან საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

"დღევანდელი პერფორმანსი ეხება იმ ბოლო რეგულაციას, "მწვანე პასპორტებთან" მიმართებაში, როცა ადამიანები გვასწავლიან ცხოვრებას, გვაიძულებენ ვიმოქმედოთ ისე, როგორც თვითონ გონიათ სწორი.

აქ ჩვენ წარმოვადგინეთ, ამ ხალხს როდის რა ეგონათ სწორი და უამრავი ის არაადექვატური წარმოდგენა და აზრები ამ სამყაროს შესახებ ზოგადად, დავანახეთ ადამიანებს, რომ დღეს დავდივართ იმ ხალხის ჭკუაზე, რომლებიც ამბობენ ისეთ ფრაზებს, რაც აქ გვაქვს წარმოდგენილი", - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system