თავში

მდინარაძე: 115 მომხრე დაფიქსირდა, რადგან ადა მარშანია სხდომას არ ესწრებოდა

მდინარაძე: 115 მომხრე დაფიქსირდა, რადგან ადა მარშანია სხდომას არ ესწრებოდა
მდინარაძე: 115 მომხრე დაფიქსირდა, რადგან ადა მარშანია სხდომას არ ესწრებოდა

,,პირველი კენჭისყრის დროს დაფიქსირდა 116 მომხრე, დღეს დაფიქსირდა 115. ქალბატონი ადა მარშანია არ ესწრებოდა სხდომას, როგორც მისმა თანაპარტიელებმა გვითხრეს, ის იყო ცუდად, შეუძლოდ, არ იმყოფებოდა თბილისში და ვერ მოახერხა ჩამოსვლა,"- ასე განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, თუ რატომ ჰქონდა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენისას 115 ხმა, მაშინ, როცა პროექტს 116 მომხრე ჰყავდა.

,,ყველას ვთხოვ, რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, მათ შორის, რომ ასეთი რისკები დაზღვეული იყოს. გასაგებია, ავად გახდომისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ დავიზღვიოთ თავი, თბილისში მაინც ვიყოთ ყველანი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, რომელმაც დეკლარირებულად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მესამე მოსმენის დროს უბრალოდ თბილისში იყვნენ, რომ შეძლონ პარლამენტში მოსვლა და ასეთი ტექნიკური პრობლემების გამო, რაიმე რისკი არ შეიქმნას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი რისკები არის გამორიცხული, ხედავთ, უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და დარწმუნებული ვარ, ის დეპუტატები, რომლებმაც დაადასტურეს თანხმობა, მესამე მოსმენის დროს კვლავ ამას გაიმეორებენ",- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. პროექტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 3.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system