თავში

ადამიანს დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე ამას, რომ ფიქრობდეს - პაპუაშვილი

ადამიანს დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს საკუთარ
ადამიანს დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე ამას, რომ ფიქრობდეს - პაპუაშვილი

დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, რომ ამნისტია მხოლოდ მის გამო უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით "ფურცელი" გადაიშალოს და საკითხი დაიხუროს.

"რამდენჯერმე ითქვა არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდანაც, რომ ამნისტიის მთავარი იდეა არის 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა შეფასებები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში დაიხუროს, გავიხედოთ წინ და ეს არ იყოს განხეთქილების მიზეზი, როცა საუბარი გვაქვს 20 ივნისზე და საუბარი გვაქვს დეპოლარიზაციაზე, ამიტომ ეს ამნისტია მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში იყოს თანხმობა, რათა ეს "ფურცელი" გადაიშალოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system