თავში

აღიარებითი ჩვენება მიეცით, რასაც განიხილავს სასამართლო - სალომე სამადაშვილი

აღიარებითი ჩვენება მიეცით, რასაც განიხილავს სასამართლო
აღიარებითი ჩვენება მიეცით, რასაც განიხილავს სასამართლო - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძეს მიმართავს. მისი განცხადებით, მინისტრმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, აღიარებითი ჩვენება მისცა. სამადაშვილმა მინისტრს განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოსთან მოუწევს წარდგენა. 

ძალიან კარგია, რომ დღეს, პარლამენტში აღიარებითი ჩვენება მიეცით, რაც იმ საქმეებს შეეხება, რომელსაც აუცილებლად განიხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლო. ეს საქმეები შეეხება პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, რომელიც აქ დაგვიდასტურეთ, რომ თქვენი პირადი მითითებები დაირღვა. 

თქვენ დღეს დაადასტურეთ, რომ გაეცით ბრძანება, დარღვეულიყო პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როდესაც ფარული ჩანაწერები გაასაჯაროვეთ. თქვენ დაადასტურეთ, რომ სააკაშვილს თანხმობა არ მიუცია, რომ გადაყვანილი ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულებაში. თქვით, რომ ამის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. სხვა აზრზეა სახალხო დამცველი, როგორც ამ ქვეყანაში, ისე უკრაინაში.

ბატონო, მინისტრო, სტრასბურგში წარდგენა მოგიწევთ, შესაბამისად პასუხისგებაში აღმოჩნდებით არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, არამედ იმის გამოც, რომ თქვენს წინააღმდეგ შესაბამის სარჩელს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე უკრაინა, რომლის მოქალაქის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევა დაადასტურეთ საქართველოს პარლამენტში. ახლა იღლიცინეთ რამდენიც გინდათ და იოხუნჯეთ. ამ დარბაზში ეძებეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ შეახსენოთ საკუთარ თავს, ვინ ხართ, რანი ხართ, რისთვის მოხვედით სახელმწიფოს მართვაში და პოლიტიკაში“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system