თავში

აღირიცხა 100-მდე დარღვევა, დაიწერა 15 საჩივარი - TI

აღირიცხა 100-მდე დარღვევა, დაიწერა 15 საჩივარი - TI
აღირიცხა 100-მდე დარღვევა, დაიწერა 15 საჩივარი - TI

19:30 საათის მონაცემებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” (TI) დამკვირვებლებმა აღრიცხეს "100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა" და "დაწერეს 15 საჩივარი".

გამოვლინდა დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლის, კენჭისყრის შენობიდან 100-მეტრის რადიუსზე კანონის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. ასევე გამოვლინდა: ერთი და იმავე პირის მიერ კენჭისყრაში მრავალჯერადი მონაწილეობის შემთხვევა.

TI-ს ანგარიშის თანახმად, ტენდენციის სახე ჰქონდა სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების უკანონო აღრიცხვას, რაც ამომრჩევლის ნების კონტროლად აღიქმება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” (TI) დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო პროცესში ვითარება დღის მეორე ნახევარში დაიძაბა, „გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები“, მათ შორის - ჟურნალისტების მისამართით.

პოლიტიკური პარტიების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა როგორც უშუალოდ უბნებზე, ასევე უბნების გარე პერიმეტრზე.

TI-ს დამკვირვებელთა შეფასებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, 100-მეტრიან რადიუსში შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა - „რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system