თავში

აკაკი ზოიძე: თანაგუნდელებს ვუსურვებ ფასეულობების შენარჩუნებას

აკაკი ​ზოიძე: თანაგუნდელებს ვუსურვებ ფასეულობების შენარჩუნებას
აკაკი ზოიძე: თანაგუნდელებს ვუსურვებ ფასეულობების შენარჩუნებას

"მე ერთგული ვრჩები იმ ფასეულობების რითიც მე 2016 წელს მოვედი, ასევე ჩემს თანაგუნდელებს ვუსურვებ ამ ფასეულობების შენარჩუნებას"- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. ზოიძის თქმით ის მიდის პოლიტიკიდან, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით კი ბიუროს  ოფიციალურად მიმართავს.

"გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დავტოვებდი პარლამენტს და პოლიტიკას მივიღე და არ შემიცვლია. მქონდა კონსულტაციები ჩემს კოლეგებთან უმრავლესობაში, პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ვცდილობ რომ ბოლომდე მივიყვანო ის საქმეები და ინიციატივები რაც მქონდა და გადაბარების და ტექნიკური საკითხების თემა იყო. უბრალოდ ჩემს ადგილს, ასეთ დაპირისპირებულ პოლარიზებულ პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ვხედავ, ნეგატიური დღის წესრიგის პირობებში და თუ რამე პოზიტიური დასჭირდებათ რეფორმები, როგორც მიმაჩნია გარკვეული ცოდნაც მაქვს ჯანდაცვასთან დაკავშირებით, სიამოვნებით ჩემს თანაგუნდელებს დავუდგები გვერდში. მე ერთგული ვრჩები იმ ფასეულობების რითიც მე 2016 წელს მოვედი, ასევე ჩემს თანაგუნდელებს ვუსურვებ ამ ფასეულობების შენარჩუნებას, ძალიან მადლიერი ვარ ჩემი კოლეგების რომლებთან ერთადაც ჩვენ საკმაოდ ბევრი ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმა ჩავატარეთ. პოლიტიკიდან წასვლა ნიშნავს ყველაფრიდან წასვლას."- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system