თავში

ახალი თავმჯდომარის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია - მდინარაძე

ახალი თავმჯდომარის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია - მდინარაძე
ახალი თავმჯდომარის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია - მდინარაძე

პარტიის ახალი თავმჯდომარის შესახებ გადაწყვეტიელბა უკვე მიღებულია და საზოგადოებისთვის ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული ცვლილება პარტიის წესდების თანახმად, შესაბამის პროცედურებს საჭიროებს. 

"შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამის შესახებ პარტიაში, ჩვენს გუნდში, გადაწყვეტილებები პრაქტიკულად ბოლომდეა მიყვანილი, მიღებულია, თუმცა ამის შესახებ თქვენ და საზოგადოება გაიგებთ რამდენიმე დღეში, იმიტომ, რომ ბუნებრივია, პარტიაში ამ ცვლილებების შესახებ იქნება შესაბამისი პროცედურები, რაც ჩვენი წესდებით არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, თქვენ უკვე ინფორმაცია გექნებათ მომდევნო დღეების განმავლობაში",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღეს, ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system