თავში

ახლა გამომიქვეყნეთ, რაც გითხარით ღია ტელეფონში - ხატია დეკანოიძე

ახლა გამომიქვეყნეთ, რაც გითხარით ღია ტელეფონში - ხატია დეკანოიძე
ახლა გამომიქვეყნეთ, რაც გითხარით ღია ტელეფონში - ხატია დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე სუს-ის მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ რთულია იმის გააზრება, რომ პირად საუბარს, შესაძლოა საკუთარ მშობელთანაც კი, ვიღაც, მესამე პირი ისმენს. 

"დილას დედას დავურეკე. ყოველ დილა, სანამ გავალ ხანდაზმულ მშობლებს ვურეკავ, ვინც მენატრება და ყველაზე მეტად მიყვარს.

ვურეკავ დილას, ველაპარაკები, ვეფერები და უცებ მახსენდება, რომ ჩემს დედიკოსთან, ყველაზე საყვარელ არსებასთან ლაპარაკს ვიღაც სუსის ნაგავი ისმენს. მისმენს და მერე ეს მიაქვს ცნობად უფროსთან, ბიძინას მონასთან. ამის გაფიქრება თავზე ცეცხლს მიკიდებს - დედასთან ჩემს ლაპარაკს ვიღაც მესამე ისმენს.

ახლა გამომიქვეყნეთ, რაც გითხარით ღია ტელეფონში და ჩემგან რაც მოისმინეთ თქვენი მისამართით. სულ მაგ ბუნაგში ვერ ისხდებით", - წერს ხატია დეკანოიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system