თავში

ახლა კომისიის ფუნქციონირება უშინაარსოა - ელისაშვილი

ახლა კომისიის ფუნქციონირება უშინაარსოა - ელისაშვილი
ახლა კომისიის ფუნქციონირება უშინაარსოა - ელისაშვილი

უკვე სხვა რეალობა გვაქვს, თითქმის მთელი ოპოზიცია პარლამენტშია, ვინც გარეთაა მათაც ერთი სული აქვთ შემოვიდნენ და ახლა კომისიის ფუნქციონირება უშინაარსოა, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით,  არჩევნების გაყალბების მასშტაბის საჩვენებლად საჭიროა, ის პარტიები იყვნენ პარლამენტში რომლებსაც არჩევნებზე დამკვირვებლები ჰყავდათ. 

"ქართულ ოცნებას" ისედაც გამუქებული ხაზების უფრო გამუქება სურს, რაც არის დროში გაცდენილი ძალისხმევა. უკვე სხვა რეალობაა. თითქმის მთელი ოპოზიცია პარლამენტშია, ვინც გარეთაა, მათაც ერთი სული აქვთ, შემოვიდნენ. ახლა კომისიის ფუნქციონირება უშინაარსოა. კარლ ჰარცელის მოწოდებას ვერ მივიღებთ, რადგან იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი ვაჩვენოთ, ის სამი ოპოზიციური პარტია უნდა იყოს, ვისაც დამკვირვებლები ჰყავდათ. ეს პარტიებია "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system