თავში

,,ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ" - გიგი უგულავა

,,ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ" - გიგი უგულავა
,,ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას" მარტო დარჩენის შეეშინდა.

,,ლუსტრაცია გრძელდება! ყოფილმა გირჩმა აწ უკვე ქლიავების პარტიამ ,,ოცნებას" მოუწოდა არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის - სადაა მეგობრებო არჩევანის თავისუფლება, კონსტიტუციის პატივისცემა. მერე, ელჩი ჰარცელის მუქარამ, რომ ფასილიტაციიდან ელჩები გავიდოდნენ, ქოცები დააპანიკა, ახალ ქოცებსაც უტყდებოდათ კენჭისყრა. აირია ქოცისტანი და კენჭისყრა ჩააგდეს. ერთი ადგილი არ ეყოთ, მუხლები აუკანკალდათ, მარტო დარჩენის შეეშინდათ და რაც გაქაჩეს ესაა - ელისაშვილს გაყალბებაზე ლაპარაკი აუკრძალეს, მანაც მორჩილად ცხვირი დახარა. ბოიკოტი კი გრძელდება, მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას განთავისუფლება. ბოიკოტი მუშაობს - გარეთაა დანარჩენი პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ - კრემლმა უკან დაიხია. ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ", - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს ,,ქართული ოცნების“ უმრავლესობამ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system