თავში

ახლა პირდაპირ გეტყვით - ლევან ხაბეიშვილი "ენმ"-ის გადაწყვეტილებაზე

ახლა პირდაპირ გეტყვით - ლევან ხაბეიშვილი "ენმ"-ის გადაწყვეტილებაზე
ახლა პირდაპირ გეტყვით - ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის გადაწყვეტილებაზე

ახლა პირდაპირ გეტყვით, "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილების მიღება ცუდსა და უარესს შორის მოუწევს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, პარტიაში კონსულტაციები გრძელდება და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აზრია. 

"არჩევნების გაყალბების მეორე დღიდან "ნაციონალურ მოძრაობას" მკაფიო და პრინციპული პოზიცია ჰქონდა. მოლაპარაკების პერიოდში ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად პრინციპულები და უმკომპრომისოები, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ნიკა მელია დააკავეს აქაც უკომპრომისოები ვიყავით. საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად ოპოზიციონერმა კოლეგებმა დააყენეს რეალობა, როცა ახლა უკვე მიიღეს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებაც შეუძლია. დღეს, დისკუსია რომ გახსნილია "ნაციონალურ მოძრაობაში" ამის დამსახურებაა. სხვა დროს, სხვა პირობებში ჩვენ ამ დისკუსიის გახსნაზეც კი არ გვიმსჯელია, რადგან ცხადი იყო ჩვენი პოზიცია პარლამენტში არშესვლასთან, ბოიკოტთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ცუდსა და უარესს შორის. კონსულტაციები გრძელდება. პარტიაში ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრია, მათ შორის შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის მიერ იქნება მიღებული, დავემორჩილებით ყველა ის ადამიანი, რომელსაც ამ სიით მანდატი გააჩნია", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system