თავში

აქციებთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებზე ვფიქრობთ - მინაშვილი

აქციებთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებზე
აქციებთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებზე ვფიქრობთ - მინაშვილი

მსჯელობა საპროტესტო აქციების მიმართულებითაც მიმდინარეობს, ვფიქრობთ გარკვეულ ცვლილებებზე, საბოლოო გადაწყვეტილებას გაიგებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მინაშვილის თქმით, ახლა მთავარი ბრძოლა ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად უნდა იყოს. 

"პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე პოზიცია არ შემიცვლია, ჩემი პოზიცია იგივეა, მიმაჩნია, რომ არ უნდა შევიდეთ პარლამენტში, ახლა მთავარი ბრძოლა უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. საპროტესტო აქციების მიმართულებითაც მსჯელობა მიმდინარეობს. ამ მოცემულობაში, ამ ვითარებაში, როცა ნაწილი პარტიებისა არის შესული, კონკრეტულად ამ მომენტისათვის ვადამდელ არჩევნებზე შეიძლება რთული იყოს საუბარი. ამიტომ ვფიქრობთ გარკვეულ ცვლილებებზე, საბოლოო გადაწყვეტილებას გაიგებთ", – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system