თავში

ალეკო ელისაშვილი ამომრჩეველს დაბალი აქტივობისთვის მადლობას უხდის

ალეკო ელისაშვილი ამომრჩეველს დაბალი აქტივობისთვის მადლობას უხდის
ალეკო ელისაშვილი ამომრჩეველს დაბალი აქტივობისთვის მადლობას უხდის

მინდა მივულოცო ამხანაგ სერგიენკოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დელეგატთა უმაღლესი საბჭოს დელეგატობა",- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, საბურთალოელებმა ამ არჩევნებს ზურგი აქციეს, რადგან ბოლო მონაცემებით ამ უბანზე ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება.

„მინდა მივულოცო ამხანაგ სერგიენკოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დელეგატთა უმაღლესი საბჭოს დელეგატობა. საბურთალო, ანუ ორჯონიკიძის რაიონელთა იმედებს იმედია ის გაამართლებს და პირნათლად ემსახურება ლენინურ პარტიას. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, სინამდვილეში კი მე მინდა მივმართო საბურთალოელ ამომრჩევლებს, მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, როგორ აქცია საბურთალომ ზურგი ამ სამარცხვინო არჩევნებს. ყველაზე დაბალი აქტივობა 12 საათის მონაცემებით იყო და არის საბურთალოზე და ვფიქრობ ეს შენარჩუნდება კიდეც. ესეც არის დასტური იმის, რომ საბურთალოელი ამომრჩევლები არ მონაწილეობენ გაყალბების მეორე ტურში. ყველას მოვუწოდებდი და მოვუწოდებ ბოიკოტისკენ. თავად არ ვიღებ მონაწილეობს ამ არჩევნებში, რადგან თამარ ჟვანიასა და მისი გამყალბებლების ხელში ეს არ არის არჩევნები, ეს არის 31 ოქტომბრის მეორე სერია და ბოიკოტი სწორედ იმისთვის გვაქვს გამოცხადებული, რომ სინამდვილეში დავიცვათ საბურთალოელების ხმები და უბრალოდ არ ვაწვალოთ ადამიანები საარჩევნო უბანზე მისვლით, ვინაიდან აზრი არ აქვს. 31 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ, რომ არც საათობით რიგში დგომას აქვს აზრი, არც ვინმეს შემოხაზვას აქვს აზრი, ვინაიდან საღამოს თამარ ჟვანია და მისი გამყალბებლები დასხდებიან და ისე გადააკეთებენ ციფრებს როგორც ეს გააკეთეს 31 ოქტომბერს ",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

ცნობისთვის,საქართველოს 17 საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს. ამასთან, ქუთაისში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ბოიკოტს უცხადებენ და მონაწილეობას არ იღებენ. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველივე ტური გააყალბა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system