თავში

ამ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ აიღოს 40%-იც კი - ზურა ჯაფარიძე

ამ არჩევნებზე "ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი
ამ არჩევნებზე ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ აიღოს 40%-იც კი - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებია, არამედ ატარებს უფრო დიდ შინაარსს, 

"„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ყველაზე მთავარ საკითხზე, რეფორმაზე, რომელიც იყო მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის, არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადმოსახედიდან, უარი თქვა მართლმსაჯულების რეფორმაზე. ეს ნიშნავდა უარს ამ ქვეყნის დასავლურ, ცივილურ არჩევანზე. საბოლოოდ, თუ ჩვენ მოვწყდებით განვითარების დასავლურ ვექტორს, ეს ქვეყანა ავტომატურად მიდის რუსეთისკენ. სხვა გზა ბუნებაში არ არსებობს. ეს თქვა ევროკავშირმა არაერთხელ. ეს არის გასააზრებელი. 2 ოქტომბერს მივდივართ არჩევნებზე და ნებისმიერ პარტიას ხაზავთ გარდა „ქართული ოცნებისა“.

ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ აქვს, რომ აიღოს 40%-იც კი. ამის შემდეგ ეს ქვეყანა აუცილებლად გავა ხელახალ არჩევნებზე, ხელახალ არჩევნებზე ეს ხელისუფლება დასრულდება და მოვა კოალიციური მთავრობა“,-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system