თავში

ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს - მამუკა ბახტაძე

ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს - მამუკა ბახტაძე
ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს - მამუკა ბახტაძე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,დღეს ისტორიული დღეა, გილოცავთ ამ გამარჯვებას!

განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდა ამ გამარჯვების მისაღწევად.ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს!", - წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system