თავში

ამ პარტიებმა რა გზაც არ უნდა აირჩიონ ყველა წამგებიანია - პაპუაშვილი

ამ პარტიებმა რა გზაც არ უნდა აირჩიონ ყველა წამგებიანია - პაპუაშვილი
ამ პარტიებმა რა გზაც არ უნდა აირჩიონ ყველა წამგებიანია - პაპუაშვილი

"მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია" რა გზას აირჩევენ, რადგან ნებისმიერი გზა მათთვის წამგებიანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს პარტიები რადიკალური პარტიები და დესტრუქციის გარდა პოლიტიკაში სხვა მნიშვნელოვან როლს ვერ შეასრულებენ. 

"თუ ეს პარტიები პარლამენტში შევლენ პარლამენტში, აღიარებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი ტყუილი იყო, თუ ხელს მოაწერენ შეთანხმებას, ამით აღიარებენ, რომ ტყუილი იყო 19 აპრილიდან მოყოლებული კამპანია, მათ შორის პარტნიორების წინააღმდეგაც, რომელიც მათ ჰქონდათ. თუ პარლამენტში არ შემოვლენ, სრულად მარგინალიზებული და რადიკალური პარტიები იქნებიან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს, პოლიტიკაში დესტრუქციის გარდა, ვერ შეასრულებენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system