თავში

ამ პარტიის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ - ანა ნაცვლიშვილი

ამ პარტიის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ - ანა
ამ პარტიის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ - ანა ნაცვლიშვილი

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის "ალტ-ინფოს" მიერ დაფუძნებული "კონსერვატიული მოძრაობის" გაუქმების მოთხოვნით მიმართვას აპირებს. 

ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

"რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ პარტიას, კონსერვატორები თუ რაც დაირქვეს, ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს.

მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას!"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე პლატფორმა "ალტ-ინფომ" პოლიტიკური პარტია სახელწოდებით "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნა.

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე "ალტ-ინფოს" პარტიის დაფუძნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის უნდა აიკრძალოს და ამის შესაძლებლობას კონსტიტუცია უშვებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system