თავში

"ამ საკითხზე ყველა პუნქტი არის ღია" - კობახიძე

"ამ საკითხზე ყველა პუნქტი არის ღია" - კობახიძე
ამ საკითხზე ყველა პუნქტი არის ღია - კობახიძე

"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ყველა თემა ღიაა.

"პირველი მოსმენით არის ეს ცვლილებები მიღებული, რაც შეეხება მეორე-მესამე მოსმენას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. მათ აინტერესებდათ ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, გვქონდა დისკუსია. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალებს ვერ დაგიკონკრეტებთ, რაზე გვქონდა მსჯელობა. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ყველაფერი, ყველა პუნქტი არის ღია.

ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, ის თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და რა შედეგით დასრულდება, მათ შორის პირველ რიგში ოპოზიციის მოქმედებებზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system