თავში

"ამ წუთიდან უარს ვამბობ" - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

"ამ წუთიდან უარს ვამბობ" - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
ამ წუთიდან უარს ვამბობ - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.

"ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა, რეანომობილის ბრიგადების მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრების ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

ადვოკატის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 27 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system