თავში

ამ თვეების მანძილზე ტყუილუბრალოდ გვლანძღეს - ელისაშვილი

ამ თვეების მანძილზე ტყუილუბრალოდ გვლანძღეს - ელისაშვილი
ამ თვეების მანძილზე ტყუილუბრალოდ გვლანძღეს - ელისაშვილი

პარლამენტში შესვლის გამო, ამ თვეების მანძილზე ტყუილუბრალოდ გვლანძღეს, ჰოდა ვინც გაშმაგებით გვლანძღავდა იმ ხალხს რა თქმა უნდა პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ელისაშვილი წერს, პარტია "მოქალაქეებს" ყავლგასული ბოიკოტით მოსახლეობა არ უწვალებია და პარლამენტში, ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად შევიდა. 

"ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს რომ მზადაა შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ რომ ვთქვით და შევედით ლამის ჯვარს გვაცვეს. მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ დავლოდებივართ სხვებს. იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვიყვარს, იმიტომ რომ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ვართ პოლიტიკაში და დავიწყეთ კიდეც უამრავ პრობლემაზე ლაპარაკიც და მათ მოგვარებაზე ზრუნვაც. იმიტომ რომ უკვე ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო. და ამიტომ ტყუილუბრალოდ გვლანძღეს ამ თვეების მანძილზე, ჰოდა ვინც გაშმაგებით გვლანძღავდა იმ ხალხს რა თქმა უნდა პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში! მათ პასუხებს ყველა მოისმენთ",წერს ალეკო ელისაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system