თავში

ამაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ - კობახიძე

ამაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ - კობახიძე
ამაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ - კობახიძე

შეთანხმება თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის პრინციპში მხოლოდ ინსტრუმენტი საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგი კი უნდა იყოს პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან ქართული პოლიტიკის გათავისუფლება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ ყველა ხელმომწერი პირველივე პლენარულ სხდომას დაესწრება. 

„ამაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას. შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე აღსრულდება შეთანხმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system