თავში

ამით ჩემი უფლებები შეილახება - ნიკა მელია ,,საქართველოს ბანკს" მიმართავს

ამით ჩემი უფლებები შეილახება - ნიკა მელია ,,საქართველოს ბანკს" მიმართავს
ამით ჩემი უფლებები შეილახება - ნიკა მელია ,,საქართველოს ბანკს მიმართავს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.

მისივე თქმით, კონკრეტული მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ვიღაც მითიური არსება აპირებს მის ნაცვლად გირაოს თანხის გადახდას, რაც სიცრუეა და გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელიც.

"საჯაროდ მინდა განვაცხადო ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ამ ყველაფრის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცხვილი და დანაშაული, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ე.წ გავრილოვის საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი.

ფიზიკურად შეუძლებელია გადაიხადოს ნებისმიერმა მსურველმა, მეც კი თანხა, რომც მინდოდეს, იმისათვის რომ მოხდეს თანხის გადახდა აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ან ბრალდებულს ე.წ ჩემი სახით, ან მის ადვოკატს, გიორგი კონდახიშვილს. ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის უცნობი ყველასთვის.

მეორე, ანგარიში,რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს ეკუთვნის "საქართველოს ბანკს", მაგრამ ამ ანგარიშზე ვერავინ ვერ შეიტანს შესაბამის თანხას, თუ არ ექნება უნიკალური კოდი, რომელიც გითხარით უკვე რომ აქვს პროკურატურას. მინდა მივმართო თხოვნით "საქართველოს ბანკს", პატივისცემით, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა, ეს არის არამხოლოდ უფლების დარღვევა, არამედ კანონის დარღვევაც, ამიტომ ამის მონაწილე იმედია არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება "საქართველოს ბანკი", ძალიან გთხოვთ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ.

ძვირფასო ხელისუფლებავ ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არ იხდის უკანონო დაკისრებულ თანხას. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული, ეს მითიური პერსონა, რომელზეც ნადირობს დღეს მთელი ქართული ოცნებაზე ორიენტირებული მედია, პლიუს ქართული ოცნების დეპუტაცია იქნება ჩემი არაკეთილმოსურნე, მტერი და პირადად მე მომიწევს მხილება ამ ადამიანის",- განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. მოგვიანებით, მელიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system