თავში

"ამისთვის აპირებდა მთელი დარჩენილი ვადის დათმობას" - რას წერს ნიკა გვარამია კახა კუჭავას შესახებ

"ამისთვის აპირებდა მთელი დარჩენილი ვადის დათმობას" - რას წერს ნიკა გვარამია კახა კუჭავას შესახებ
ამისთვის აპირებდა მთელი დარჩენილი ვადის დათმობას - რას წერს ნიკა გვარამია კახა კუჭავას შესახებ

კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალური საპარლამენტო რეფორმების გასაკეთებლად ემზადებოდა და ამისთვის აპირებდა მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია - წერს სოციალურ ქსელში "მთავარია რხის" დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია. 

მისი შეფასებით, კახა კუჭავა არფორმალურმა მმართველმა გადააყენა, რაც დასავლურ კურსზე ურის თქმისა და სახელმწიფოს მიტაცების ინდიკატორია. 

"რამდენიც არ უნდა განვიხილო აქ და ახლა კუჭავა კრიტიკულად (და პოზიტიური მასზე სთქმელი არც რამე მაქვს), რამდენიც არ უნდა მქონდეს სალაპარაკო, როგორი უფერული პარლამენტის თავმჯდომარე იყო (და, ცხადია, იყო) და როგორი ჭრელი წინდები ეცვა (და ძალიანაც კარგი, რომ ეცვა), ეს სტატუსი ამაზე არაა.სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცების და ელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია.რა დამოკიდებულებაც არ უნდ გვქონდეს კუჭავას მიმართ, მისი "გადადგომა" მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამიერიდან, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავენ რუსების აგენტები, მისი ფორმალური და მოჩვენებითი აღმართვაც კი აღარ ჩათვალა ივანიშვილმა საჭიროდ და ეს ფორმალური და მოჩვენებით აღღმართველი სრულიად არაფორმალურად და არამოჩვენებითად გადააყენა" - წერს გვარამია. 

ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system