თავში

ამით საპარლამენტო ოპოზიციას დამატებით ბერკეტს ვაძლევთ - მაჭარაშვილი

ამით საპარლამენტო ოპოზიციას დამატებით ბერკეტს ვაძლევთ - მაჭარაშვილი
ამით საპარლამენტო ოპოზიციას დამატებით ბერკეტს ვაძლევთ - მაჭარაშვილი

რეგლამენტში შესატანი ცვლილებებით, საპარლამენტო ოპოზიციას დამატებით ბერკეტს ვაძლევთ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროექტი მათ საშუალებას მისცემს, მეტად განვითარდნენ და ის დაკვეთა, რომელიც ამომრჩევლებს ჰქონდათ, შეასრულონ.

"ოპოზიციური ფრაქციების გარდა, იმ დეპუტატებს, რომლებიც უფრაქციო დეპუტატები არიან, საშუალება ექნებათ, საკუთარი კანდიდატურები ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარადგინონ, ასევე კანდიდატები წარადგინონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პიზიციაზე. უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას დამატებით ბერკეტს ვაძლევთ იმისათვის, რომ განვითარდნენ და თავიანთი როლი და დაკვეთა, რაც ამომრჩევლისგან ჰქონდათ, შეასრულონ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, რეგლამენტში შესატან ცვლილებებს კომიტეტი  პირველი მოსმენით განიხილავს, ხვალ კი რიგგარეშე სესიაზე გავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system